суббота, 12 апреля 2014 г.

მეორე  დღის  რეფლექსია
მეორე  დღე დავიწყეთ  საშინაო  დავალების განხილვით.ყველა მონაწილემ  წარვადგინეთ საპროექტო თემა და მისი ზოგადი მონახაზი.ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ყურადღების  გამახვილება  პროექტის პრობლემაზე,მის აუცილებლობაზე.
შემდეგ გადავედით პუბლიკაციის მომზადებაზე პროექტებით სწავლების დრის,კერძოდ ბროშურების მომზადება და მისი გამოშვება.
ამ რესურსის შექმნა მნიშვნელოვანია,რადგანაც დაინტერესებულ ადამიანებს აუხსნის პროექტებით მუშაობის აუცილებლობას ,მის განხორციელების მიზნებს.განვიხილეთ სხვა და სხვა ბუკლეტების ნიმუშები.შემდეგ ვიმუშავეთ საკუთარი ბუკლეტის შექმნაზე.ჩვენს ბუკლეტში უნდა  აგვეხსნა მშობლებისთვის რატომ არის  მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლება,რადგანაც  მათ წარმოდგენა აქვთ სხვა სწავლების ფორმებზე.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ დავალების შესრულება,რად-

განაც ის დამეხმარება უკეთესად დავგეგმო და განავახორციელო სასწავლო პროექტები.ასეთი გზით ხდება ინფორმაციის ზუსტი გაცვლა და მოსწავლეებისთვის კომუნიკაციის ეფექტური მეთოდის დემონსტრირება.

Комментариев нет:

Отправить комментарий