воскресенье, 11 мая 2014 г.

მეეცხრე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ საქაღალდის ბოლო სახე.ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო ჩემთვის.ბევრი რამ ვისწავლე,რაც გამიადვილებს პროექტებზე მუ\შაობას და მათ განხორციელებას.უნდა ავღნიშნო ტრენერის გვერდში დგომა ტრენინგის განმავლობაში.

суббота, 3 мая 2014 г.

                                                  მეექვსე დღის რეფლექსია
დღის დასაწყისში გაუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლეთა ნამუშევრები(პრეზენტაცია,ბუკ-
ლეტი და სხვა).შემდეგ  განვიხილეთ შეფასების რუბრიკები ,ავირჩიეთ და  გადავიტანეთ ინდივიდუალურ გეგმაში.

суббота, 26 апреля 2014 г.

                                                   მეოთხე  ტრენინგ  დღის რეფლექსია
სამუშაო დღე დავიწყეთ წინა დღის რეფლექსიით.შემდეგ განვაგძეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე .განვიხილეთ პროექტის შეფასების რუბრიკები ,მოვარგეთ ჩვენ ინდივიდუალურ გეგმას .ავირჩიეთ პროექტზე დაწყებამდე სამუშაო ინსტრუმენტები და შევადგინეთ მისთვის საჭირო კითხვარი.ეს შეკითხვები ძალინ დაგვეხმარება პროექტის მუშაობის დროს.

суббота, 12 апреля 2014 г.

მეორე  დღის  რეფლექსია
მეორე  დღე დავიწყეთ  საშინაო  დავალების განხილვით.ყველა მონაწილემ  წარვადგინეთ საპროექტო თემა და მისი ზოგადი მონახაზი.ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ყურადღების  გამახვილება  პროექტის პრობლემაზე,მის აუცილებლობაზე.
შემდეგ გადავედით პუბლიკაციის მომზადებაზე პროექტებით სწავლების დრის,კერძოდ ბროშურების მომზადება და მისი გამოშვება.
ამ რესურსის შექმნა მნიშვნელოვანია,რადგანაც დაინტერესებულ ადამიანებს აუხსნის პროექტებით მუშაობის აუცილებლობას ,მის განხორციელების მიზნებს.განვიხილეთ სხვა და სხვა ბუკლეტების ნიმუშები.შემდეგ ვიმუშავეთ საკუთარი ბუკლეტის შექმნაზე.ჩვენს ბუკლეტში უნდა  აგვეხსნა მშობლებისთვის რატომ არის  მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლება,რადგანაც  მათ წარმოდგენა აქვთ სხვა სწავლების ფორმებზე.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ დავალების შესრულება,რად-

განაც ის დამეხმარება უკეთესად დავგეგმო და განავახორციელო სასწავლო პროექტები.ასეთი გზით ხდება ინფორმაციის ზუსტი გაცვლა და მოსწავლეებისთვის კომუნიკაციის ეფექტური მეთოდის დემონსტრირება.

воскресенье, 6 апреля 2014 г.

პირველი დღის რეფლექსია

განვიხილეთ 21 საუკუნის უნარ-ჩვევები
  • როგორ გავიღრმაო ცოდნა მოსწავლეთა სასწავლო პროექტების შეფასების მეთოდებზე
  •  მოსწავლეებს უნდა დავეხმარო თვითშეფასებისა და თვითრეგულირების უნარის განვითარებაში, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებენ და დახვეწენ
  •  კარგად ორგანიზებული სასწავლო პროექტები დავგეგმო, რომლებშიც ჩემი მოსწავლეებიც ჩაერთვებიან და რომლებიც აუცილებელი სტანდარტების მიღწევას შეუწყობს ხელს.
  • როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
  • როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?